Monday, March 21, 2011
ბიჟუტერია
ბიჟუტერიის შესახებ
ბიჟუტერიის ისტორია დაიწყო ჯერ კიდევ ქვის ხანაში. ჩვენი წინაპრების მორთულობაში შედიოდა ყვავილები, ბალახები, ნაყოფის კურკები, ბუმბულები, ცხოველების ძვლები და ნიჟარები ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაიწყებდნენ ტანსაცმლის ტარებას. ლითონის აღმოჩენის შემდეგ ბიჟუტერია სხვა დონეზე გავიდა: გამოჩნდა ძეწკვი, ბეჭდები, სამაჯურები ბრინჯაოს, ლატუნის, ვერცხლის და იშვიათად ოქროს შენადნობებიდან. ტრადიციულად ლითონის სამკაულები ატარებდნენ ინფორმაციას თავისი პატრონის, მისი სტატუსისა და წარმომავლობის შესახებ. სამკაულების მიხედვით შეიძლებოდა შეუცდომლად გამოგვეცნო ვისთან გვაქვს საქმე. მოგვიანებით ბიჟუტერია იხმარებოდა ფულის მაგივრად. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში მიღებული იყო გადახდა მძივით ”აგრი” და მას საკმაოდ დიდი ფასი ჰქონდა.
ბიჟუტერიის გაფურჩქვნის ხანა იყო XVIII საუკუნე - ევროპაში დაიწყეს ძვირფასი ქვების ბრილიანტის, ლალის, საფირონის ხარისხიანი იმიტაციის კეთება. მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო Swarovski-ის ხანა. ბოჰემიის მკვიდრი მევიოლინე დანიელ სვაროვსკიმ შექმნა მანქანა, რომელმაც შესაძლებელი გახადა დაემუშავებია ბროლის კრისტალები ისეთნაირად, რომ პრაქტიკულად ვერ განასხვავებდით ბრილიანტებისაგან. კრისტალების ბრწყინვალება არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ძვირფასი ქვების ბრწყინვალებას. და საქმე არა მხოლოდ განსაკუთრებულ დამუშავებაში იყო, არამედ ბროლის ხარშვის ტექნოლოგიაში, რომელიც აბსოლუტურ გამჭვირვალობას გვაძლევდა. ამ ტექნოლოგიის საიდუმლო დღემდე არ არის ცნობილი სვაროვსკის იმპერიის კონკურენტებისათვის. 1988 წელს სვაროვსკის ემბლემა გახდა გედი - ელეგანტურობისა და ჰარმონიის სიმბოლო. ჩვენს დროში სვაროვსკის კრისტალები გამოიყენება წამყვანი მოდის სახლების კოლექციებში, ეკრანისა და პოპ-სცენის ვარსკვლავების მორთულობაში.
ბიჟუთერაპია
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბიჟუტერია მკურნალობს. ახალი ბეჭდის, სამაჯურის ან საყურეების ყიდვა გვეხმარება სტრესის მოხსნაში და გვიმაღლებს განწყობილებას. ხოლო სამკაულის შერჩევას შევყავართ ტრანსის მსგავს მდგომარეობაში და ყოველდღიური ფიქრებიდან დროებით გვანთავისუფლებს. ეს ნახტომი რეალობიდან უფრო სასარგებლოა ვიდრე რვა საათის ძილი. კაშკაშა ფერის მძივები და ნაზი ყვავილები, სტრაზების სხივები და ზარივით ძეწკვები - ყველაფერი ეს ბიჟუტერიაა. მისი სუფთა ფერები და მოულოდნელი ფორმები, მისი მომნუსხველი მრავალფეროვნება გვაცდუნებს, ავიტაცოთ, გავიკეთოთ და ვიყიდოთ. გოგოების საუკეთესო მეგობრები შეიძლება ბრილიანტებიც იყვნენ, მაგრამ მათი შეძენა არც ისე ადვილია. ვარსკვლავებიც კი არ ყიდულობენ ყოველთვის ბრილიანტებს და ქირაობენ ცნობილ საიუველირო ფირმებიდან. ამიტომ თანამედროვე გოგოების ყველაზე საუკეთესო მეგობრები, რა თქმა უნდა - ბიჟუტერიაა.
სტრაზები, ხელოვნური მარგალიტები, ბისერი. ბიჟუტერია იყენებს ისეთ თავისუფალ ფორმებს და გაბედულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონსერვატულ იუველირს არც კი დასიზმრებია. ის იქმნება ნათელ ფერებში და მოულოდნელი მასალებიდან, ისე უცებ ახდენს რეაგირებას მოდის უცნაურობებზე, რომ უხდება ყველას და ყველაფერს. ბიჟუტერია არის კლასიკური, ავანგარდული და ეთნიკური. კლასიკური ყველასთვის გასაგებია. ის ძვირფასეულობის კოპირებას ახდენს და რაც უფრო ზუსტად მით უკეთესი. ამისთვის იხმარება გალვანობა - უბრალო ლითონის დაფარვა ოქროთი, ვერცხლით ან როდიუმით. ტრადიციულად ჩასმულია შუშა, სვაროვსკის კრისტალები, ფიანიტები, ცირკონები, ფაიფური, ხელოვნური მარგალიტი.
ავანგარდული ბიჟუტერია-მაღალმხატვრული საავტორო ნამუშევრებია, აბსოლუტურად დამოუკიდებელია და არ ცდილობს თავისი თავი ძვირფასეულობად მოგაჩვენოს. აქ მხატვარს არაფერი ზღუდავს მასალების არჩევაში: გამოიყენება ტყავი, პლასტმასი, ხელოვნური ფისი, ხე, ტაფტა, მაქმანები. ეთნიკა გამოჩნდა ახლახან და უკვე დაიპყრო მოდის მიმდევრების გულები. ამ სტილში არეულია ჩინური, აფრიკული, ინდური, იაპონური მოტივები. მოკლედ ყველაფერი, რაც დასავლელ ადამიანს მიაჩნია შორეულად, გამოუცნობად და ამიტომაც მიმზიდველად. იხმარება ხე, ბისერი, ნიჟარა, სადაფი, ნახევრადძვირფასი ქვები, კაკლისა და ქოქოსის ნაჭუჭები, ტროპიკული მცენარეების თესლები. იტალიელები - ყველაზე მოწინავე ხალხია დიზაინში და მოდაში. ისინი აწარმოებენ წარმოუდგენელ ბიჟუტერიას – კლასიკიდან ეთნიკურამდე. იტალიელი ოსტატების მთავარი სიამაყე მურანის შუშაა. ის მოიფიქრეს შუა საუკუნეებში ვენეციის კუნძულ მურანოზე. მურანის შუშის დამზადების ტექნიკას ეხლაც საიდუმლოდ ინახავენ, გადასცემენ თაობიდან თაობას. მურანოსაგან ამზადებენ ლარნაკებს, ჭურჭელს, ლამფებს, საათებს, ყველანაირ ბიჟუტერიას. გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკა: ფილიგრანი, მილეფიორგი (შუშის მოხატვა), კრაკელაჟი (ნაპრალის ტექნიკა), პულეგოზო (ჰაერის ბუშტუკები შუშაში). მურანელი დიზაინერების სამკაულები შეიძლება იყიდოთ ვენეციაში და მურანის კუნძულზე.
Swarovski-ს კომპანიის ისტორია დაიწყო 1981 წელს პატარა ქალაქ ვატენსში, ტიროლის ალპების მთის ძირში. მევიოლინე დანიელ სვაროვსკიმ გამოიგონა აპარატი ხელოვნური ბროლის შესაქმნელად. კრისტალებმა გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში თავისი სილამაზით და მოწახნაგების ხარისხით. სვაროვსკის ოჯახს ამაყად დაერქვა დინასტია.
თავიდან ბროლიდან აკეთებდნენ ჭაღებს, სუნამოების ფლაკონებს და სტრაზებს ცნობილი კუტურიებისათვის.
აქსესუარების და სამკაულების პირველ ხაზს, რომელიც შექმნა სახლმა, ჰქონდა ფენომენალური წარმატება. და ახლა მოდის სახლი თვითონ ქმნის სამკაულებს, ბროლის ფიგურებს, ჩანთებს და ტანსაცმელს ბროლის სამკაულებით. ყველაფერი ეს დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი ვატენსის მუზეუმში - ”სვაროვსკის ბროლის სამყარო”. მუზეუმის ყველაზე სასარგებლო ნაწილია კრისტალების უზარმაზარი მიწისქვეშა მაღაზია.
ესპანეთში, სადაც მხატვრები აღზრდილი არიან დალის, გაუდის, პიკასოს და მიროს ტრადიციებით ბიჟუტერიის ხელოვნებამ მიაღწია უდიდეს მწვერვალებს. იქ ქმნიან ყველანაირი ფერის, ფორმის და ფასონის სამკაულებს, შემდეგ კი ყიდიან პირდაპირ ქუჩაში ან გოთიკური კვარტლის პატარა დახლებზე. აქ არის კოლიე შესანიშნავი პერლამუტრიდან, ბისერის და მოხატული ტყავის ყელსაბამები, დაუჯერებელი სამკაულები ნაირფერი შუშებისაგან. ქუჩის კარავში ვერ ნახავთ ორ ერთნაირ ბეჭედს და საყურეს. მათ ბარსელონასა და სიჯესის გარდა სხვაგან ვერსად ვერ იყიდი.
ექსპორტის მთავარი საგანია Majorica-ს მარგალიტი, რომელსაც აკეთებენ მაიორკაზე. იყიდება აეროპორტებში და მსოფლიოს ბევრ მდიდრულ მაღაზიებში. ფანტასტიური ფასების მიუხედავად, ეს ხელოვნური მარგალიტია. დამზადების ტექნოლოგია შემდეგნაირია: პატარა ბურთულას ჩაუშვებენ პერლამუტრის ხსნარში, შემდეგ აშრობენ და ისევ ჩაუშვებენ თხევად პერლამუტრში. იმის მიხედვით, პერლამუტრის რამდენი ფენით დაიფარა ბურთულა, დამოკიდებულია მისი ზომა და ფასი. მარგალიტს ამზადებენ თეთრს, ვარდისფერს, შავს, ოქროსფერს, კომბინაციაში Swarovski–ს სტრაზებით. ყოველ ნაკეთობას ახლავს სერთიფიკატი და გარანტია. აღმოსავლეთში მოდის კანონმდებელი არის სამხრეთ კორეა. ბიჟუტერია სეულიდან არის საფუძვლიანი და ხარისხიანი. კორეელები სპეციალიზდებიან ფერად შუშებზე და მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ძეწკვებზე. როგორც ფრანგები, ასევე იტალიელები არ ერიდებიან მათ შეძენას კორეაში. აქ აკეთებენ ყველა სახის დაწნულ ძეწკვებს, ასევე შესანიშნავ თმის სამაგრებს, გულსაბნევებს მოყრილი ბრწყინავი სტრაზებით. ეთნიკური მოდის ტალღაზე გამოდის ავსტრალია. აქ ჩნდება ბიჟუტერიის ახალი სტილი. ის იქმნება უძველესი აბორიგენების ნახატების მიხედვით, დამუშავებული თანამედროვე დიზაინერების მიერ ურბანისტულ სტილში. ასე რომ, თუ მივყვებით ფსიქოლოგთა რჩევას, იხმარეთ ბიჟუტერია. რომ დავწყნარდეთ საპასუხისმგებლო შეხვედრის წინ და მოიხსნათ დაძაბულობა, საღამოს საკმარისია მოაპნიოთ მაგიდაზე სამკაულები და რამდენიმე წუთით ათვალიეროთ ისინი, დატკბეთ მათი ბრწყინვალებით და შუშების მხიარული ფერები მოგიხსნით დაძაბულობას.
ამის გარდა, ბიჟუტერია მკურნალობს, განსაკუთრებით თუ ის დამზადებულია ნატურალური მასალისაგან. ხე შეიცავს არომატულ ზეთებს და ფისს, რომლებიც თანდათან ორთქლდებიან და ატარებენ არომათერაპიის ჩვენზე შეუმჩნეველ სეანსებს. ზღვის ნიჟარები შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებსაც აქვთ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. შენიშნულია, რომ პერლამუტრის სამკაულების მოყვარულები იშვიათად მიმართავენ ექიმს. ერთი სიტყვით, ბიჟუტერია მრავალფეროვანია და ამოუწურავია და ამაშია მისი მიმზიდ ველობა და ღირსება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment