Monday, April 11, 2011

აქ იხილეთ, ვახტანგ ბერიძის ბიბლიოგრაფია

Monday, April 4, 2011

ხელოვნური ბრილიანტი (იმიტაციები)


ალმასი-იგივე ნახშირბადი(ქიმიური ფორუმლა c) ყველაზე მკვრივი ნივთიერებაა დედამიწაზე და მისი სიმკვრივე სპეციალური მოჰსის შკალის მიხედვით 10-ს უტოლდება. მას ახასიათებს სიმკვრივესთან ერთად გასაოცარი ბრწყინვალება.

საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ შეექმათ მისი იმიტაციაბი-ანუ თვლები რომლებსაც იგივე ვიზუალური ბრწყინვალება ექნებოდა როგორიცაა ბრილიანტი. თავდაპირველად, ჯერ კიდევ ჩვენც წელთაღრიცხვამდე ადამიანებმა დაიწყეს ბუნებრივი მინის, მთის ბროლის და სხვა გამჭვირვალე უფერული ქვების დაწახნაგება ბრილიანტის ფორმით.


1. საუკუნეების განმავლობაში ერთერთ საუკეთესო ბრილიანტის იმიტაციად ითვლებოდა თეთრი საფირი

თეთრი საფირი:


თუმცა ეს უკანასკნელი ძალზედ ჩამოუვარდებოდა ბრილიანტს როგორც სიმკვრივით ისე ბრწყინვალებით. პროფესიონალი იუველირი კი ძალზედ მარტივად გაარჩევს მას ბრილიანტისაგან. ეს ბრილიანტის იმიტაცია დღესაც გამოიყენება იუველირულ სფეროში თუმცა არცთუ ძვირათღირებულია მისი გამოყენებით დამზადებული სამკაულები.

2.მეორე ასეთივე გავრცელებული იმიტაციაა კუბიკური ცირკონი, იგივე მეტალი ცირკონიუმის ოქსიდი. ცირკონი მეტალია მისი დაჟანგვისას კი მიიღება ბრილიანტის იმიტაცია კუბური ცირკონი. ხშირად კუბურ ცირკონს უბრალოდ ცირკონს ანდაც ფიანიტს უწოდებენ. ეს უკანასკნელი ბევრად უკეთესი ხარისხისაა ვიდრე საფირონი თუმცა ისეც ჩამოუვარდება ბრილიანტს სიმკვრივითაც და სიბრწყინვალითაც, თუმცა ფერთა დაშლის ინდექსი ცირკონს მეტი აქვს ვიდრე ბრილიანტს ანუ იგი უფრო მრავალფერად ბრწყინავს ვიდრე ბრილიანტი. ამას სურათზეც შეამჩნევთ.

კუბიკური ცირკონი:

3. სვაროვსკი ბრილიანტები-სვაროვსკის ბროლი

სვაროვსკის ბროლი ქიმიური შემადგენლობით ბროლია რომელსაც დამზადების სპეციალური მეთოდიკა აქვს და შედეგად მიიღება ბრჭყვიალა თვლები. თუმა ამ თვლებს ბრწიყნვალების გარდა არაფერი კავშირი არ აქვს ბრილიანტთან. ის უბრალოდ ბრჭყვიალა შუშაა რომელიც საკმაოდ იაფფასიანია და გავრცელებულია მსოფლიოში ბიჟუტერიის დასამზადებლად კაბებისა და თქვენ წამოიდგინეთ სან.ტექნიკის მოსართავადაც კი. ამიტომ ტერმინი “სვაროვსკის ბრილიანტი” გადაჭარბებული ნათქვამია მითუმეტეს რომ მას საკმაოდ დაბალი სიმკვრივე აქვს-ადვილად იკაწრება და ტყდება მოჰსის შკალიით მისი სიმკვრივე დაახლოებით 5-6-ია.
 

4. დღესდღეისობით არსებული საუკეთესო იმიტაცია მუასანიტია.იგი აღმოაჩინა ფრანგმა მეცნიერმა მუასონმა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში. იგი წარმოადგენს ნახშირბადისა და სილიციუმის (მინის შემადგენელი ელემენტის) ნაერთს სედეგად მიიღეს ზემკვრივი ნახევრად მინა ნახევრად ალმასი. მას ახასიათებს საოცარი ბრწყინვალება, სინათლის დაშლის ინდექსი მაღალი სიმკვრივე. თუმცა მისი სიმკვრივე ცოტათი მაინც ჩამოუვარდება ნამდვილ ალმასს. მაგრამ ამისდამიუხედავად უფრო ბრწყინვალეა ვიდრე ბრილიანტი. თუ ბრილიანტის ბრწყინვალების ინდექსი 0.044-ია მუასანიტს ეს მონაცემი 0.104 აქვს, თანაც იგი უფრო მეტად შლის შუქს ანუ უფრო ფერადად ელვარეა. პროფესიონალი იუველირები კი მას ბრილიანტისაგან სწორედ იმითი ასხვავებენ რომ იგი უფრო ბრწყინვალეა ვიდრე ნამდვილი ბრილიანტი რადგან ამ უკანასკნელს უფრო მოკრძალებული ბრწყინვალება აქვს.
მუასანიტი საკმაოდ ძვირია და მისი 1 კარატიანი თვლის ღირებულება დაახლოებით 350 დოლარია, თუმცა იგივე ზომის ბრილიანტი 10 000 დოლარიც შეიზლება ღირდეს.

5. და ბოლოს ნამდვილი ბრილიანტის ნამდვილი რეპროდუქცია-ხელოვნეურად გამოყვანილი ბრილიანტი, რომელიც ქიმიურად და ფიზიკურად იდენტურია ბრილიანტისა. აქვს იგივე სიმკვრივე, ბრწყინვალება, და სხვა მასხასიათებლები რაც პრაქტიკულად გაურცევად ხდის მას ნამდვილი ბრილიანტისაგან. ყველაზე ძლიერი იუველირებსაც კი უჭირთ ხელოვნური და ნამდვილი ბრილიანტის გარჩევა თანამედროვე ტექნიკის დახმარებითაც კი. დღესდღეისობით ვერ ამზადებენ ძალიან დიდი ზომის ხელოვნურ ბრილიანტს თუმცა მისი ზომა ერთ კარატსაც აღწევს და საკმაოდ მასიურად მზადდება. ღირებულებით იგი ძვირია და ზოგჯერ 4000 დოლარიც ღირს. თუმცა ხელოვნურ ბრილიანტებს ხშირად ასაღებენ როგორც ნამდვილს თუმცა ვერავინ შეიტყობს რომ იგი არაა ბუნებრივად მოპოვებული. მეორესმხრივ განსხვავება ხელოვნურ და ნამდვილ ბრილიანტს შორის მხოლოდ მათი მოპოვებისა და დამზადების ხერხებია



 

Monday, March 21, 2011

ბიჟუტერია


ბიჟუტერიის შესახებ
ბიჟუტერიის ისტორია დაიწყო ჯერ კიდევ ქვის ხანაში. ჩვენი წინაპრების მორთულობაში შედიოდა ყვავილები, ბალახები, ნაყოფის კურკები, ბუმბულები, ცხოველების ძვლები და ნიჟარები ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაიწყებდნენ ტანსაცმლის ტარებას. ლითონის აღმოჩენის შემდეგ ბიჟუტერია სხვა დონეზე გავიდა: გამოჩნდა ძეწკვი, ბეჭდები, სამაჯურები ბრინჯაოს, ლატუნის, ვერცხლის და იშვიათად ოქროს შენადნობებიდან. ტრადიციულად ლითონის სამკაულები ატარებდნენ ინფორმაციას თავისი პატრონის, მისი სტატუსისა და წარმომავლობის შესახებ. სამკაულების მიხედვით შეიძლებოდა შეუცდომლად გამოგვეცნო ვისთან გვაქვს საქმე. მოგვიანებით ბიჟუტერია იხმარებოდა ფულის მაგივრად. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში მიღებული იყო გადახდა მძივით ”აგრი” და მას საკმაოდ დიდი ფასი ჰქონდა.

ბიჟუტერიის გაფურჩქვნის ხანა იყო XVIII საუკუნე - ევროპაში დაიწყეს ძვირფასი ქვების ბრილიანტის, ლალის, საფირონის ხარისხიანი იმიტაციის კეთება. მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო Swarovski-ის ხანა. ბოჰემიის მკვიდრი მევიოლინე დანიელ სვაროვსკიმ შექმნა მანქანა, რომელმაც შესაძლებელი გახადა დაემუშავებია ბროლის კრისტალები ისეთნაირად, რომ პრაქტიკულად ვერ განასხვავებდით ბრილიანტებისაგან. კრისტალების ბრწყინვალება არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ძვირფასი ქვების ბრწყინვალებას. და საქმე არა მხოლოდ განსაკუთრებულ დამუშავებაში იყო, არამედ ბროლის ხარშვის ტექნოლოგიაში, რომელიც აბსოლუტურ გამჭვირვალობას გვაძლევდა. ამ ტექნოლოგიის საიდუმლო დღემდე არ არის ცნობილი სვაროვსკის იმპერიის კონკურენტებისათვის. 1988 წელს სვაროვსკის ემბლემა გახდა გედი - ელეგანტურობისა და ჰარმონიის სიმბოლო. ჩვენს დროში სვაროვსკის კრისტალები გამოიყენება წამყვანი მოდის სახლების კოლექციებში, ეკრანისა და პოპ-სცენის ვარსკვლავების მორთულობაში. 


ბიჟუთერაპია

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბიჟუტერია მკურნალობს. ახალი ბეჭდის, სამაჯურის ან საყურეების ყიდვა გვეხმარება სტრესის მოხსნაში და გვიმაღლებს განწყობილებას. ხოლო სამკაულის შერჩევას შევყავართ ტრანსის მსგავს მდგომარეობაში და ყოველდღიური ფიქრებიდან დროებით გვანთავისუფლებს. ეს ნახტომი რეალობიდან უფრო სასარგებლოა ვიდრე რვა საათის ძილი. კაშკაშა ფერის მძივები და ნაზი ყვავილები, სტრაზების სხივები და ზარივით ძეწკვები - ყველაფერი ეს ბიჟუტერიაა. მისი სუფთა ფერები და მოულოდნელი ფორმები, მისი მომნუსხველი მრავალფეროვნება გვაცდუნებს, ავიტაცოთ, გავიკეთოთ და ვიყიდოთ. გოგოების საუკეთესო მეგობრები შეიძლება ბრილიანტებიც იყვნენ, მაგრამ მათი შეძენა არც ისე ადვილია. ვარსკვლავებიც კი არ ყიდულობენ ყოველთვის ბრილიანტებს და ქირაობენ ცნობილ საიუველირო ფირმებიდან. ამიტომ თანამედროვე გოგოების ყველაზე საუკეთესო მეგობრები, რა თქმა უნდა - ბიჟუტერიაა.
სტრაზები, ხელოვნური მარგალიტები, ბისერი. ბიჟუტერია იყენებს ისეთ თავისუფალ ფორმებს და გაბედულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონსერვატულ იუველირს არც კი დასიზმრებია. ის იქმნება ნათელ ფერებში და მოულოდნელი მასალებიდან, ისე უცებ ახდენს რეაგირებას მოდის უცნაურობებზე, რომ უხდება ყველას და ყველაფერს. ბიჟუტერია არის კლასიკური, ავანგარდული და ეთნიკური. კლასიკური ყველასთვის გასაგებია. ის ძვირფასეულობის კოპირებას ახდენს და რაც უფრო ზუსტად მით უკეთესი. ამისთვის იხმარება გალვანობა - უბრალო ლითონის დაფარვა ოქროთი, ვერცხლით ან როდიუმით. ტრადიციულად ჩასმულია შუშა, სვაროვსკის კრისტალები, ფიანიტები, ცირკონები, ფაიფური, ხელოვნური მარგალიტი.
ავანგარდული ბიჟუტერია-მაღალმხატვრული საავტორო ნამუშევრებია, აბსოლუტურად დამოუკიდებელია და არ ცდილობს თავისი თავი ძვირფასეულობად მოგაჩვენოს. აქ მხატვარს არაფერი ზღუდავს მასალების არჩევაში: გამოიყენება ტყავი, პლასტმასი, ხელოვნური ფისი, ხე, ტაფტა, მაქმანები. ეთნიკა გამოჩნდა ახლახან და უკვე დაიპყრო მოდის მიმდევრების გულები. ამ სტილში არეულია ჩინური, აფრიკული, ინდური, იაპონური მოტივები. მოკლედ ყველაფერი, რაც დასავლელ ადამიანს მიაჩნია შორეულად, გამოუცნობად და ამიტომაც მიმზიდველად. იხმარება ხე, ბისერი, ნიჟარა, სადაფი, ნახევრადძვირფასი ქვები, კაკლისა და ქოქოსის ნაჭუჭები, ტროპიკული მცენარეების თესლები. იტალიელები - ყველაზე მოწინავე ხალხია დიზაინში და მოდაში. ისინი აწარმოებენ წარმოუდგენელ ბიჟუტერიას – კლასიკიდან ეთნიკურამდე. იტალიელი ოსტატების მთავარი სიამაყე მურანის შუშაა. ის მოიფიქრეს შუა საუკუნეებში ვენეციის კუნძულ მურანოზე. მურანის შუშის დამზადების ტექნიკას ეხლაც საიდუმლოდ ინახავენ, გადასცემენ თაობიდან თაობას. მურანოსაგან ამზადებენ ლარნაკებს, ჭურჭელს, ლამფებს, საათებს, ყველანაირ ბიჟუტერიას. გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკა: ფილიგრანი, მილეფიორგი (შუშის მოხატვა), კრაკელაჟი (ნაპრალის ტექნიკა), პულეგოზო (ჰაერის ბუშტუკები შუშაში). მურანელი დიზაინერების სამკაულები შეიძლება იყიდოთ ვენეციაში და მურანის კუნძულზე.
Swarovski-ს კომპანიის ისტორია დაიწყო 1981 წელს პატარა ქალაქ ვატენსში, ტიროლის ალპების მთის ძირში. მევიოლინე დანიელ სვაროვსკიმ გამოიგონა აპარატი ხელოვნური ბროლის შესაქმნელად. კრისტალებმა გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში თავისი სილამაზით და მოწახნაგების ხარისხით. სვაროვსკის ოჯახს ამაყად დაერქვა დინასტია.
თავიდან ბროლიდან აკეთებდნენ ჭაღებს, სუნამოების ფლაკონებს და სტრაზებს ცნობილი კუტურიებისათვის.
აქსესუარების და სამკაულების პირველ ხაზს, რომელიც შექმნა სახლმა, ჰქონდა ფენომენალური წარმატება. და ახლა მოდის სახლი თვითონ ქმნის სამკაულებს, ბროლის ფიგურებს, ჩანთებს და ტანსაცმელს ბროლის სამკაულებით. ყველაფერი ეს დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი ვატენსის მუზეუმში - ”სვაროვსკის ბროლის სამყარო”. მუზეუმის ყველაზე სასარგებლო ნაწილია კრისტალების უზარმაზარი მიწისქვეშა მაღაზია.
ესპანეთში, სადაც მხატვრები აღზრდილი არიან დალის, გაუდის, პიკასოს და მიროს ტრადიციებით ბიჟუტერიის ხელოვნებამ მიაღწია უდიდეს მწვერვალებს. იქ ქმნიან ყველანაირი ფერის, ფორმის და ფასონის სამკაულებს, შემდეგ კი ყიდიან პირდაპირ ქუჩაში ან გოთიკური კვარტლის პატარა დახლებზე. აქ არის კოლიე შესანიშნავი პერლამუტრიდან, ბისერის და მოხატული ტყავის ყელსაბამები, დაუჯერებელი სამკაულები ნაირფერი შუშებისაგან. ქუჩის კარავში ვერ ნახავთ ორ ერთნაირ ბეჭედს და საყურეს. მათ ბარსელონასა და სიჯესის გარდა სხვაგან ვერსად ვერ იყიდი.
ექსპორტის მთავარი საგანია Majorica-ს მარგალიტი, რომელსაც აკეთებენ მაიორკაზე. იყიდება აეროპორტებში და მსოფლიოს ბევრ მდიდრულ მაღაზიებში. ფანტასტიური ფასების მიუხედავად, ეს ხელოვნური მარგალიტია. დამზადების ტექნოლოგია შემდეგნაირია: პატარა ბურთულას ჩაუშვებენ პერლამუტრის ხსნარში, შემდეგ აშრობენ და ისევ ჩაუშვებენ თხევად პერლამუტრში. იმის მიხედვით, პერლამუტრის რამდენი ფენით დაიფარა ბურთულა, დამოკიდებულია მისი ზომა და ფასი. მარგალიტს ამზადებენ თეთრს, ვარდისფერს, შავს, ოქროსფერს, კომბინაციაში Swarovski–ს სტრაზებით. ყოველ ნაკეთობას ახლავს სერთიფიკატი და გარანტია. აღმოსავლეთში მოდის კანონმდებელი არის სამხრეთ კორეა. ბიჟუტერია სეულიდან არის საფუძვლიანი და ხარისხიანი. კორეელები სპეციალიზდებიან ფერად შუშებზე და მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ძეწკვებზე. როგორც ფრანგები, ასევე იტალიელები არ ერიდებიან მათ შეძენას კორეაში. აქ აკეთებენ ყველა სახის დაწნულ ძეწკვებს, ასევე შესანიშნავ თმის სამაგრებს, გულსაბნევებს მოყრილი ბრწყინავი სტრაზებით. ეთნიკური მოდის ტალღაზე გამოდის ავსტრალია. აქ ჩნდება ბიჟუტერიის ახალი სტილი. ის იქმნება უძველესი აბორიგენების ნახატების მიხედვით, დამუშავებული თანამედროვე დიზაინერების მიერ ურბანისტულ სტილში. ასე რომ, თუ მივყვებით ფსიქოლოგთა რჩევას, იხმარეთ ბიჟუტერია. რომ დავწყნარდეთ საპასუხისმგებლო შეხვედრის წინ და მოიხსნათ დაძაბულობა, საღამოს საკმარისია მოაპნიოთ მაგიდაზე სამკაულები და რამდენიმე წუთით ათვალიეროთ ისინი, დატკბეთ მათი ბრწყინვალებით და შუშების მხიარული ფერები მოგიხსნით დაძაბულობას.
ამის გარდა, ბიჟუტერია მკურნალობს, განსაკუთრებით თუ ის დამზადებულია ნატურალური მასალისაგან. ხე შეიცავს არომატულ ზეთებს და ფისს, რომლებიც თანდათან ორთქლდებიან და ატარებენ არომათერაპიის ჩვენზე შეუმჩნეველ სეანსებს. ზღვის ნიჟარები შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებსაც აქვთ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. შენიშნულია, რომ პერლამუტრის სამკაულების მოყვარულები იშვიათად მიმართავენ ექიმს. ერთი სიტყვით, ბიჟუტერია მრავალფეროვანია და ამოუწურავია და ამაშია მისი მიმზიდ ველობა და ღირსება.